ხუნდაძის მუქარა აშშ–ს – "დაუფარავად ვაცხადებთ, რომ მისი ღირსების შეურაცხყოფა არ დარჩება არც ჩვენგან და არც საზოგადოებისაგან უპასუხოდ"
15:46:52     22-07-2022
"ქართულ ოცნებას" გამოყოფილი სამი დეპუტატის სახელით აშშ–ს წერილი გაეგზავნა. დიმიტრი ხუნდაძე წერილში ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი საკითხი გახდება დასავლური ღირებულებების საზომი საქართველოში, ივანიშვილის ღირსების შელახვას კი საზოგადოება პასუხს გასცემს:
"ბიძინა ივანიშვილის საკითხი გახდება დასავლური ღირებულებების საზომი საქართველოში! დაუფარავად ვაცხადებთ, რომ მისი ღირსების შეურაცხყოფა არ დარჩება არც ჩვენგან და არც საზოგადოებისაგან უპასუხოდ. ქართველმა ხალხმა წარსული ისტორიის მანძილზე ბევრჯერ დაუშვა შეცდომა ეროვნული და სახელმწიფო მოღვაწეების მიმართ, ვერ გავუფრთხილდით მათ და ამით წააგო ქვეყანამ. აღარ ვაპირებთ ამ ისტორიული შეცდომის განმეორებას. ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გაიღო ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და ახლა ჯერი ჩვენზეა!" – ნათქვამია წერილში.