რუსეთში ამტკიცებენ, რომ მათ ჯარისკაცებზე აშშ–ის მიერ განხორციელებული საიდუმლო ექსპერიმენტის გამო ვერ შეძლეს კიევის სამ დღეში აღება
15:11:41     19-07-2022
რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბიოლოგიური ლაბორატორიების მშენებლობისა და საიდუმლო ექსპერიმენტების საკითხი კვლავ აქტუალურია. აღნიშნულ თემაზე დუმის დეპუტატებიც საუბრობენ ოფიციალურ სხდომებზე.
გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის ერთ–ერთ კომისიაზე შეკრებილმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ აშშ–ის ბიოლაბორატორიებში, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე მდებარეობს, უკრაინელ ჯარისკაცებზე ჩაატარეს საიდუმლო ექპერიმენტები, როს შედეგადაც ისინი "სასტიკ ურჩხულებად" გადაიქცნენ და რუსმა ჯარისკაცებმა ამიტომ ვერ შეძლეს კიევის სამ დღეში აღება.