"გადაეცი თქვენს მთავრობას, მე ვუყიდი ისეთივე მანქანას, ან უფრო უკეთესს, ოღონდ გამოუშვან ის უდანაშაულო კაციო " – დავით არახამიას გზავნილი "ქართულ ოცნებას"

  14:50:14     19-07-2022

"პოსტ ფქტუმის" ჟურნალისტი, მაიკო ლომიძე კიევში რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერს, დავით არახამიას შეხვდა. ჟურნალისტის თქმით, არახამიამ ნიკა გვარამია მოიკითხა და მისი საქმით დაინტერესდა. მიზეზის გაგენის შემდეგ, თუ რატომ არის ის დაჭერილი, არახამიამ "ქართულ ოცნებას" წინადადება შესთავაზა:

"კიევში დავით არახამიას შევხვდი. პირველი ნიკა გვარამია მოიკითხა. დეტალები აინტერესებდა. ყველაფერი იცოდა რუსთავი 2ის ძველი ამბებიდან დაწყებული, მაგრამ რომ გაიგო, კომპანიის მანქანის გამოყენებისთვის იხდის სასჯელს, მითხრა, გადაეცი თქვენს მთავრობას, მე ვუყიდი ისეთივე მანქანას, ან უფრო უკეთეს მანქანას ვუყიდი, უნდა თვითონ მოიხმარონ, უნდა რუსთავის ორს გადასცენ, ოღონდ გამოუშვან ის უდანაშაულო კაციო. რას იტყვით, აბა? საქართველოს მთავრობა ძაან მაგარ მანქანას ვუყიდიო", - წერს მაიკო ლომიძე.