"ჩვენ რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით" - ირაკლი კობახიძე

  20:34:35     28-06-2022

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ მონდომების შემთხვევაში პარტია თავისუფლების მოედნის გადავსებას შეძლებს: 

"მთავარია ის, რომ ქვეყანას სჭირდება კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად განვითარება. ხალხის რაოდენობაზე თუა საუბარი, მაგალითად, მათ თავიანთი პოლიტიკური მოთხოვნებით არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ თუნდაც სანახევროდ შეავსონ თავისუფლების მოედანი. ჩვენ რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით, ძალიან მარტივადაა საქმე" – განაცხადა კობახიძემ.