„არსებობს რეალური საფრთხე, რომ ომი უკრაინის საზღვრებს გასცდება“ – დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

  20:08:26     28-06-2022

ბრიტანეთში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაზე თავდასხმით შესაძლოა არ შემოიფარგლოს.

Sky News–ის ცნობით, ამის შესახევ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.

„არსებობს ძალიან რეალური საშიშროება საიმისო, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინის საზღვრებს გარეთაც განახორციელებს თავდასხმებს“, – განაცხადა უოლისმა.

მისი თქმით, ახლა რუსეთი პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს ევროპის ყველა ქვეყნისთვის.