საქართველოში საპენსიო ფონდი შესაძლოა გაკოტრდეს – საგანგაშო მოლოდინები
19:32:45     28-06-2022
საქართველოს მოქალაქეების მიერ საპენსიო ფონდში შეტანილი თანხა ყოველდღიურად უფასურდება. არის მოლოდინები რომ საპენსიო ფონდი შესაძლოა წაგებაზე გავიდეს ან სულაც გაკოტრდეს, შედეგად 1 285 000 მოქალაქის მიერ ფონდში ყოველთიურად შეტანილი თანხა კი საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს
საპენსიო სააგენტოში ამბობენ, რომ მათ უკვე შეიმუშავეს დაზღვევის მექანიზმები თუმცა, მის ეფექტურობას ეკონომისტები ეჭვქვეშ აყენებენ.
საპენსიო ფონდში განმარტავენ, რომ ინფლაცია გლობალური გამოწვევების ბრალია. ეკონომისტები კი თვლიან, რომ რიგ შემთხვევებში, მექანიზმები, რომლებსაც სააგენტო წარადგენს, არ მუშაობს.