შემზარავი კადრები – ღვარცოფმა მოტოციკლით მოძრავი ტურისტი მდინარე არაგვში გაიტაცა, მას ორი დღეა უშედეგოდ ეძებენ (ვიდეო)

  15:36:04     27-06-2022

"მთის ამბები" Facebook–ის საკუთარ გვერდზე უმძიმეს კადრებს ავრცელებს. 

ფშავში, სოფლებს მაღაროსკარსა და ხომს შორის, მთიდან გამოვარდნილმა ღვარცოფმა, ბარისახო-შატილის გზაზე მოტოციკლეტით მოძრავი ტურისტი მდინარე არაგვში გაიტაცა.

მაშველები მას ორი დღეა ეძებენ.