"უკრაინამ იომა და ამის გამო მისცეს სტატუსი... რომ გვეომა, ჩვენც მოგვცემდნენ" – ირაკლი კობახიძე "უკრაინამ იომა და ამის გამო მისცეს სტატუსი... რომ გვეომა, ჩვენც მოგვცემდნენ" – ირაკლი კობახიძე /> "/> " />


  15:29:55     23-06-2022

"უკრაინამ იომა და ამის გამო მისცეს სტატუსი... რომ გვეომა, ჩვენც მოგვცემდნენ" – ირაკლი კობახიძე

1655983954კობახიძე-ირაკლი-1.jpg

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობის სტატუსი უკრაინას იმის გამო მისცეს, რომ ომშია და დასძინა, საქართველოსაც რომ ეომა მასაც მისცემდნენ აღნიშნულ სტატუსს: 

"პასუხისმგებლები ჩვენ ვართ იმაზე, რომ საქართველო არის მოწინავე ყველა პარამეტრით აბსოლუტურად. შეგიძლიათ ჩახვიდეთ უკრაინაში და მოლდოვაში, ნახავთ, ყველა მიმართულებით რომ საქართველო არის აბსოლუტურად წინ. ეს არის ისეთი რეალობა, რასაც წყალი არ გაუვა. ჩვენ პირდაპირ გვითხრეს, უკრაინამ იომა და მხოლოდ ამის გამო მისცეს სტატუსი, ეს თქვა პირდაპირ მაკრონმა. მან თქვა, რომ უკრაინას არ ეკუთვნის კანდიდატობა, მაგრამ იომა და აძლევენ კანდიდატის სტატუსს. რომ გვეომა, ჩვენც მოგვცემდნენ რა თქმა უნდა კანდიდატის სტატუსს, მაგრამ მე მგონია, რომ ომს სჯობდა, გვქონოდა ეგ სტატუსი, რასაც გვაძლევენ, თუმცა აღიარებული პერსპექტივით", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 


ავტორი: presa.ge