ევროპარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა

  14:57:46     23-06-2022

ევროპულმა პარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატურის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 529 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 45 დეპუტატი და 14–მა თავი შეიკავა.

"პარლამენტმა ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, რომლებიც სამიტს დღეს და ხვალ მართავენ, „დაყოვნების გარეშე“ მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკას. მათ იგივე უნდა გააკეთონ საქართველოსთან მიმართებაში „მას შემდეგ, რაც მისი მთავრობა დაასრულებს“ ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს", - აღნიშნულია ტექსტში.

ევროპარლამენრი უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს რეფორმების დაჩქარებისკენ მოუწოდებს, რათა რაც შეიძლება სწრაფად შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები.