"ნამდვილად ვიყავი 8 აგვისტოს საზღვარგარეთ და ომის გაჩერებისთვის ბევრად მეტი გავაკეთე, ვიდრე ღარიბაშვილმა" – დიმიტრი შაშკინი პრემიერს ტყუილში ამხელს "ნამდვილად ვიყავი 8 აგვისტოს საზღვარგარეთ და ომის გაჩერებისთვის ბევრად მეტი გავაკეთე, ვიდრე ღარიბაშვილმა" – დიმიტრი შაშკინი პრემიერს ტყუილში ამხელს /> "/> " />


  20:11:18     22-06-2022

"ნამდვილად ვიყავი 8 აგვისტოს საზღვარგარეთ და ომის გაჩერებისთვის ბევრად მეტი გავაკეთე, ვიდრე ღარიბაშვილმა" – დიმიტრი შაშკინი პრემიერს ტყუილში ამხელს

1655914930YYY.jpg

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი პრემიერ–მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ტყუილში ამხელსნ და პასუხობს. 

შაშკინის თქმით, ის 2008 წელს იყო აშშ-ს IRI-ის პროგრამის დირექტორი და შესაბამისად, ვერ იქნებოდა მთავრობის წევრი. მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შესაჩერებლად მან უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე ღარიბაშვილმა: 

"ღარიბაშვილმა დღეს ბევრი ტყული თქვა პარლამენტის ტრიბუნიდან. მე მხოლოდ ჩემს მიმართ ნათქვამ ტყუილზე ვუპასუხებ. დანარჩენზე პარლამენტარები გასცემენ პასუხს. 2008 წლის აგვისტოში მე ვიყავი აშშ-ს IRI-ის პროგრამის დირექტორი და ბუნებრივია ვერ ვიქნებოდი მთავრობის წევრი . მე ნამდვილად ვიყავი 8 აგვისტოს საზღვარგარეთ, როგორც IRI -ს დირექტორი და საქართველოსთვის და ომის გაჩერებისთვის მაშინ ბევრად მეტი გავაკეთე ვიდრე ღარიბშვილმა", - აცხადებას დიმიტრი შაშკინი. 


ავტორი: presa.ge