"აქციაზე ჩემი მეგობრებიც იყვნენ, რომლებიც ქართული ოცნების ამომრჩევლები არიან" – დავითულიანი "აქციაზე ჩემი მეგობრებიც იყვნენ, რომლებიც ქართული ოცნების ამომრჩევლები არიან" – დავითულიანი /> "/> " />


  16:04:44     21-06-2022

"აქციაზე ჩემი მეგობრებიც იყვნენ, რომლებიც ქართული ოცნების ამომრჩევლები არიან" – დავითულიანი

1655813213gddd.png

 ქართული ოცნების დეპუტატმა ბექა დავითულიანმა 20 ივნისის მრავალრიცხოვანი აქციის კომენტირებისას განაცხადა, რომ აქციაზე მისი მეგობრებიც იყვნენ, რომლებიც "ქართული ოცნების" ამომრჩევლები არიან: 

"საქართველოს მოსახლეობის 80% არის ევროპასთან ინტეგრაციის მომხრე და, რა თქმა უნდა, იქ იყვნენ გასულები ადამიანები, ვინც სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები არიან, მათ შორის პირადად ჩემი მეგობრებიც, რომლებიც ქართული ოცნების ამომრჩევლები არიან, იმ გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველო არის და იმსახურებს ევროპის სრულფასოვან წევრობას ევროკავშირის.

რა თქმა უნდა, ორგანიზატორები იყვნენ ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებული ადამიანები, თუმცა აქცია იყო წარმოდგენილი, როგორც აპოლიტიკური და ისინიც და ყველა მიხვდა, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსის მისვლა, მხოლოდ დისკრედიტაციას ახდენს ამ პოლიტიკოსის",– ამბობს დეპუტატი. 


ავტორი: presa.ge