"ენდობით პუტინს?" – რა პასუხი აქვს ირაკლი ღარიბაშვილს
15:39:52     21-06-2022
საქართველოს პრემიერ–მინისტრს ირაკლი რარიბაშვილს კატარის ეკონომიკური ფორუმის წამყვანმა ჰკითხა, ენდობა თუ არა ის პუტინს.
ღარიბაშვილმა კითხვაზე პასუხს თავი აარიდა:
"მე დავიწყე საუბარი ჩვენი გამოცდილებით. 2008 წელს სრულმასშტაბიანი ომი გვქონდა. 90-იან წლებში, როცა საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, ჩვენს რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, 30 წლის წინ, ისინი [რუსეთი] ეხმარებოდნენ ამ სეპარატისტულ ჯგუფებს და ბოლო 30 წლის განმავლობაში სამჯერ გვქონდა აგრესიასთან შეხება. ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში - ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღვიდგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების" საფუძველზე" თქვა ღარიბაშვილმა.
ამის შემდეგ ფორუმის წამყვანი კიდევ ერთხელ ჩაეკითხა, ენდობა თუ არა პუტინს და მის დაპირებებს:
"ჩვენ კონტაქტები არ გვქონია მას შემდეგ, რაც მოვედით ხელისუფლებაში. 2012 წლიდან არანაირი პოლიტიკური კონსულტაცია არ გვქონია, მხოლოდ ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები არსებობს. ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ", – განცახადა ღარიბაშვილმა.