"ენდობით პუტინს?" – რა პასუხი აქვს ირაკლი ღარიბაშვილს "ენდობით პუტინს?" – რა პასუხი აქვს ირაკლი ღარიბაშვილს /> "/> " />


  15:39:52     21-06-2022

"ენდობით პუტინს?" – რა პასუხი აქვს ირაკლი ღარიბაშვილს

165581181809.jpg

საქართველოს პრემიერ–მინისტრს ირაკლი რარიბაშვილს კატარის ეკონომიკური ფორუმის წამყვანმა ჰკითხა, ენდობა თუ არა ის პუტინს.

ღარიბაშვილმა კითხვაზე პასუხს თავი აარიდა:

"მე დავიწყე საუბარი ჩვენი გამოცდილებით. 2008 წელს სრულმასშტაბიანი ომი გვქონდა.  90-იან წლებში, როცა საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, ჩვენს რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, 30 წლის წინ, ისინი [რუსეთი]  ეხმარებოდნენ ამ სეპარატისტულ ჯგუფებს და ბოლო 30 წლის განმავლობაში სამჯერ გვქონდა აგრესიასთან შეხება. ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში - ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღვიდგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების" საფუძველზე" თქვა ღარიბაშვილმა.

ამის შემდეგ ფორუმის წამყვანი კიდევ ერთხელ ჩაეკითხა, ენდობა თუ არა პუტინს და მის დაპირებებს:

"ჩვენ კონტაქტები არ გვქონია მას შემდეგ, რაც მოვედით ხელისუფლებაში. 2012 წლიდან არანაირი პოლიტიკური კონსულტაცია არ გვქონია, მხოლოდ ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები არსებობს. ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ", – განცახადა ღარიბაშვილმა.


ავტორი: presa.ge