"რატომ ვერ აკმაყოფილებს ივანიშვილი ოლიგარქის კრიტერიუმებს" - ირაკლი კობახიძე განმარტებას აკეთებს
15:33:36     21-06-2022
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინაში არსებული დეოლიგარქიზაციის კანონი საქართველოში რომ ამოქმედდეს, პირდაპირ გამოჩნდება, რომ ოლიგარქები არა, ბიძინა ივანიშვილი, არამედ დავით კეზერაშვილი და მამუკა ხაზარაძე არიან:
"ამ კანონის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ვერაფრით ჩაითვლება ოლიგარქად, მაგრამ ჩაითვლებიან კეზერაშვილი, ხაზარაძე და სხვები, რადიკალური ოპოზიციის ლიდერები“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის განმარტებით, უკრაინაში მოქმედი კანონის თანახმად, ოლიგარქად ითვლება ადამიანი, რომელიც შემდეგ 4 კრიტერიუმიდან სამს მაინც აკმაყოფილებს:
- "უნდა ჰქონდეს 85 მილიონ დოლარზე მეტი"
- "უნდა ჰქონდეს გავლენა მედიაზე"
- "უნდა ჰქონდეს გავლენა პოლიტიკაზე"
- "ბიზნესში უნდა ჰქონდეს მონოპოლიური ან დომინირებული მდგომარეობა"
კობახიძის მტკიცებით, ივანიშვილი ჩამოთვლილი ოთხი კრიტერიუმიდან, მხოლოდ ერთს - პირველ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
"ერთი მტკიცებულება მოიტანეთ თქვენ იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს რაიმე გავლენა ან პოლიტიკაზე ან მედიაზე" – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.