"რატომ ვერ აკმაყოფილებს ივანიშვილი ოლიგარქის კრიტერიუმებს" - ირაკლი კობახიძე განმარტებას აკეთებს "რატომ ვერ აკმაყოფილებს ივანიშვილი ოლიგარქის კრიტერიუმებს" - ირაკლი კობახიძე განმარტებას აკეთებს /> "/> " />


  15:33:36     21-06-2022

"რატომ ვერ აკმაყოფილებს ივანიშვილი ოლიგარქის კრიტერიუმებს" - ირაკლი კობახიძე განმარტებას აკეთებს

1655811429oi.jpg

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინაში არსებული დეოლიგარქიზაციის კანონი საქართველოში რომ ამოქმედდეს, პირდაპირ გამოჩნდება, რომ ოლიგარქები არა, ბიძინა ივანიშვილი, არამედ დავით კეზერაშვილი და მამუკა ხაზარაძე არიან:

"ამ კანონის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ვერაფრით ჩაითვლება ოლიგარქად, მაგრამ ჩაითვლებიან კეზერაშვილი, ხაზარაძე და სხვები, რადიკალური ოპოზიციის ლიდერები“, - განაცხადა კობახიძემ. 

კობახიძის განმარტებით, უკრაინაში მოქმედი კანონის თანახმად, ოლიგარქად ითვლება ადამიანი, რომელიც შემდეგ 4 კრიტერიუმიდან სამს მაინც აკმაყოფილებს:

  • "უნდა ჰქონდეს 85 მილიონ დოლარზე მეტი"
  • "უნდა ჰქონდეს გავლენა მედიაზე"
  • "უნდა ჰქონდეს გავლენა პოლიტიკაზე"
  • "ბიზნესში უნდა ჰქონდეს მონოპოლიური ან დომინირებული მდგომარეობა"

კობახიძის მტკიცებით, ივანიშვილი ჩამოთვლილი ოთხი კრიტერიუმიდან, მხოლოდ ერთს - პირველ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

"ერთი მტკიცებულება მოიტანეთ თქვენ იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს რაიმე გავლენა ან პოლიტიკაზე ან მედიაზე" – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს. 


ავტორი: presa.ge