"ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, ვულოცავ თითოეულ ქართველს" - ირაკლი ღარიბაშვილი
15:47:07     20-06-2022
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელმაც უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია არ გაუწია, ისტორიული უწოდა:
"მოგეხსენებათ, რომ გასულ კვირას 17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკავშირი და ევროკომისია, ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივით, იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ურსულამ განაცხადა, ევროპამ კარი გაუღო საქართველოს. ეს ნამდვილად არის ისტორიული გადაწყვეტილება, ასე რომ ვულოცავ თითოეულ ქართველს ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას".