
"მიხეილ სააკაშვილს აქვს დამატებით ცუდი სიმპტომები, ტემპერატურის სახით" – ადვოკატი
15:30:06     20-06-2022
"სამწუხაროდ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უცვლელი, მას აქვს დამატებით ცუდი სიმპტომები ტემპერატურის სახით" - ამის შესახებ, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ ისაუბრა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდის განხილვაა, თუმცა პროცესი სავარაუდოდ გადაიდება.