"რუსული რაკეტებისგან სიკვდილისთვის მოხალისეობრივად რიგში არავინ დგება, ირაკლი ღარიბაშვილო" - პოდოლიაკი
15:42:46     14-06-2022
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და ეკითხება, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი - "განაცხადის რიგის ნომერი?"
"რუსული რაკეტებისგან სიკვდილისთვის მოხალისეობრივად რიგში არავინ დგება, ირაკლი ღარიბაშვილო. უკრაინა საშინელ ფასს იხდის ევროპული დემოკრატიის არჩევისთვის. ევროკავშირი მაღალ ფასს იხდის თავისი ცივილიზაციის დასაცავად. ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სარგებელი. თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?" - წერს მიხაილო პოდოლიაკი.