„ტყუილია, არავის ევროპარლამენტში არ გააჩნია ინტერესი საქართველო ჩაითრიოს ომში“ – ევროპარლამენტარის პასუხი ღარიბაშვილს
00:58:13     14-06-2022
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა შემდეგი: "თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა მეგობრებო".
რასაც ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა:
"უბრალოდ ტყუილია. წარმოდგენა არ მაქვს სად იპოვა მმართველმა პარტიამ ეს ინფორმაცია. არავის ევროპარლამენტში არ გააჩნია ინტერესი საქართველო ჩაითრიოს ომში. რატომ უნდა ჩაითრიოს საქართველო ომში? ყველას გვსურს ვიხილოთ მშვიდობა, მაგრამ მეორეს მხრივ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ უკრაინას სოლიდარობას უწევთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე სხვის ჩათრევა გვსურს ომში. მე არ ვიცი ეს ნარატივი, ეს ტყუილი საიდან მოვიდა - ნამდვილად არა ჩვენი რეზოლუციიდან და განცხადებებიდან".