კიდევ ერთი მასობრივი საფლავი ქალაქ ბუჩასთან – რუსების მიერ ნაწამები მშვიდობიანები
00:53:18     14-06-2022
უკრაინის ქალაქ ბუჩას მახლობლად კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. ადგილობრივი სამართალდამცავი უწყების ცნობით, აღმოჩენილია სასტიკად ნაწამები, ხელ–ფეხშეკრული შვიდი ცხედარი:
„რუსებმა შვიდი მშვიდობიანი უკრაინელი აწამეს და დახვრიტეს ლაჩრულად...ეს საფლავი სოფელ მაროცკესთან, იმ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, სადაც რუსული ჯარები იყო განლაგებული. პოლიცია მოკლულთა იდენტიფიკაციისთვის მუშაობას განაგრძობს“
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ბუჩაში, რომელიც მას დროებით ოკუპირებული ჰქონდათ მასობრივი სისხლისღვრა მოაწყვეს და ის მსოფლიო თანამეგობრობის მიერ გენოციდადაც კი იქნა აღიარებული.