"14 ივნისი, სამშაბათი ფრთხილად გაიარეთ" – ცაგარელის გაფრთხილება
00:39:53     13-06-2022
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 13-19 ივნისის ასტროლოგიურად მნიშვნელოვან პერიოდს განიხილავს და ასახელებს ორ დღეს, როდესაც მეტი ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო.
"ცოტა მეტი ყურადღებაა საჭირო 14 ივნისის მიმართ. სამშაბათ დღეს სავსემთვარეობაა, დაძაბული პერიოდია და დაძაბული ენერგიების დღეა, როდესაც ვხედავთ, რომ ხდება დაპირისპირება მზისა და მთვარის ენერგიების. ამ შემთხვევაში ეს ეხება ტყუპებისა და მშვილდოსნის ზოდიაქალურ ღერძზე, რაც სრულიად დაძაბავს სიტუაციებს, სამშაბათი ცოტა ფრთხილად გავიაროთ. ზედმეტი ენერგია მოდის სამყაროდან, რაც შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში, კონფლიქტების, ცდუნებების, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი გახდეს. გაუფრთხილდით ღვიძლს, ნაღვლის ბუშტს, სასუნთქ სისტემას.
აქვე, არაფერი ახალი, სარისკო ამ დროს არ წამოვიწყოთ, ყოველდღიური საქმეებით შემოვიფარგლოთ და უფრო ფრთხილ ცხოვრებისეულ რიტმზე გადავინაცვლოთ. 14 ივნისი, სამშაბათი ამ მხრივ, ითხოვს ყურადღებას.
კიდევ ორშაბათი, 13 ივნისია მნიშვნელოვანი. პლანეტა მერკური გადაინაცვლებს ტყუპების ზოდიაქოში, სადაც ყოფნა ძალიან უყვარს, ეს კი ნიშნავს, რომ ეს მოვლენა ერთი ორად გაზრდის გონებრივ მონაცემებს ადამიანებში, გაზრდის კომუნიკაბელურობის უნარს, რაც ხელს შეუწყობს სასიკეთო მოლაპარაკებებს.“ - აცხადებს ცაგარელი.