"უახლოეს პერიოდში რუსეთი მთელ ძალისხმევას სევეროდონეცკის დასაკავებლად მიმართავს" – სერგეი გაიდაი
00:23:19     13-06-2022
რუსეთის სამომავლო გეგმებზე საუბრისას ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში მთელ დარცენილ ძალისხმევას სევეროდონეცკის დასაკავებლად მიმართავს.
გაიდაის განცხადებით, სევეროდონეცკში ვითარება უმძიმესია, განსაკუთრებით გასული ღამის შემდგომ, როცა რუსებმა ლისიჩანსკთან დამაკავშირებელი მეორე ხიდი დააზიანეს და მესამესაც ბომბავენ.
„ხიდზე გავლა აღარ არის შესაძლებელი, ახლა მასიურად იბომბება უკანასკნელი. სავარუდოდ სურთ სევეროდონეცკს მთლიანად შეუზღუდონ ხალხის გამოყვანის და იქ დამატებითი ძალების შესვლის შესაძლებლობები. უახლოეს დღეებში მთელ დარჩენილ რეზერვს ქალაქის დასაპყრობად გადაისვრიან“, – აცხადებს გაიდაი.
გარდა ამისა, გაიდაი ასევე იტყობინება რუსების მიერ ქარხნებიდან მარცვლეულისა და აღჭურვილობის მასიური ქურდობის შესახებ:
„რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ მიმდინარეობს აღჭურვილობის გატანა. ქალაქ სვატოვოდან კი სატვირთოებით გააქვთ მარცვლეული“, – ამბობს გაიდაი.