აფრიკის გარეთ "მაიმუნის ყვავილის" 780 შემთხვევა დადასტურდა
19:46:06     06-06-2022
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მაიმუნის ყვავილის 780 დადასტურებული შემთხვევაა იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსი ჩვეულებრივ არ გვხვდება.
ეს დაახლოებით სამჯერ აღემატება 257 შემთხვევას, რომელიც დაფიქსირდა ერთი კვირის წინ.
WHO გლობალური რისკის დონეს "ზომიერად" აფასებს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ინფექცია ფართოდ გავრცელდა ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ფარგლებს გარეთ.
შემთხვევები დაფიქსირდა 27 ქვეყანაში.
ახალი შემთხვევების უმეტესობა არის ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე, მცირე რაოდენობით მექსიკაში, არგენტინაში, მაროკოში და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.
ყველაზე მეტი შემთხვევა დიდ ბრიტანეთშია - 207, შემდეგ მოდის ესპანეთი - 156 და პორტუგალია 138.