სალათა არაბულად
11:00:56     26-08-2011
მასალა:
3 ცალი ფორთოხალი
2 თავი ხახვი
125 გრამი ზეთისხილი
მარილი
პილპილი
მცენარეული ზეთი
ფორთოხალი გავფცქვნათ და ისევე, როგორც ხახვი, დავჭრათ თხელ მრგვალ ნაჭრებად. ზეთისხილს მოვაშოროთ კურკები. ყველაფერი ავურიოთ, დავამატოთ მცენარეული ზეთი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით.