რძეში მოშუშული თევზი

  11:00:25     26-08-2011

მასალა:

750 გრამი გასუფთავებული თევზი
¼ ლიტრი რძე
75 გრამი კარაქი
მარილი

თევზი გავრეცხოთ, დავჭრათ თითის სისქის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, მოვათავსოთ ცხიმწასმულ ტაფაზე, დავასხათ რძე და ვშუშოთ ცხელ ღუმელში. სუფრაზე მიტანამდე მოვასხათ გამდნარი კარაქი.