რუსეთის ბირთვული ძალები წვრთნებს ატარებენ

  11:56:20     01-06-2022

.რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის ბირთვული ძალები ივანოვოს ოლქში, მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, წვრთნებს ატარებენ.

წვრთნებში დაახლოებით 1 000 სამხედრო მოსამსახურე და 100 ერთეულზე მეტი სამხედრო ტექნიკაა ჩართული, მათ შორის „იარსის“ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების გამშვები სისტემები.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას უსაფრთხოების დახმარების 700 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის ფარგლებში საშუალო რადიუსის რაკეტებს გაუგზავნის.