სახელმწიფოზე გადამტერებული, ეკლესიის მაგინებელი კრიმინალის გამო EU-სგან უარის მიღება ღიმილის მომგვრელია - კობახიძე ნიკა გვარამიაზე

  11:47:05     30-05-2022

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე გავლენას ვერ იქონიებს. 

"საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობაზე უარი ერთი სახელმწიფოზე გადამტერებული და ეკლესიის მაგინებელი კრიმინალის გამო შეიძლება უთხრას, რომელიც 9-წლიანი დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და იდეოლოგი იყო, რომელიც ქართული პოლიტიკის პოლარიზაციაში საკვანძო როლს ასრულებს და რომელმაც ტელეკომპანია "რუსთავი 2" შვიდი მილიონით გაძარცვა, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია და ეს ვერსია სერიოზულ განხილვას არ ექვემდებარება", - თქვა კობახიძემ.