უკრაინიდან, სავარაუდოდ, მოპარული მარცვლეულით სავსე რუსული გემი სირიაში ჩავიდა - CNN
11:42:52     30-05-2022
ახალი სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ უკრაინული ფერმებიდან სავარაუდოდ მოპარული მარცვლეულით სავსე რუსული სატვირთო გემი ჩავიდა სირიის პორტ ლატაკიაში. ამის შესახებ ინფორმაციას CNN სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Maxar Technologies -ის ახალ სურათებზე ნაჩვენებია გადამზიდავი Matros Pozynich ლატაკიაში 27 მაისს.
ეს არის ერთ-ერთი იმ სამი გემიდან, რომლებზეც ყირიმის პაროტში, სევასტოპოლში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მარცვლეული იტვირთება. ის ბოლოს ნახეს სევასტოპოლში 19 მაისს და შემდეგ აკვირდებოდნენ ბოსფორის სრუტესა და სამხრეთით თურქეთის სანაპიროს გასწვრივ. დადგენილია, რომ გემს შეუძლია გადაიტანოს დაახლოებით 30,000 ტონა მარცვლეული.