ირაკლი ღარიბაშვილი და პრინცი ღაზი
11:27:32     30-05-2022
დღეს ჩვენ ოფიციალურად გადმოგვეცა მიწა, სადაც აშენდება ქართული კულტურის ცენტრი. ეს არის ყველა ქართველისთვის ალბათ საოცნებო დღე, ვინაიდან ქართველები, 300 წლის შემდეგ ვბრუნდებით წმინდა მიწაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანესთან, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნულ ისტორიულ ფაქტში განსაკუთრებული როლის პრინც ღაზის მიუძღვის.
ისტორიულ კადრზე გამოსახულნი არიან პრინცი ღარიზ და ირაკლი ღარიბაშვილი.