"შესაძლოა ეს ომი იყოს იმაზე სისხლიანი, ვიდრე წარმოგვედგინა"
11:15:46     30-05-2022
უკრაინის ვიცეპრემიერი და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი ირინა ვერეშჩუკი მოუწოდებს უკრაინელებს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან, არ აიღონ რუსული პასპორტები და თუ ეს შესაძლებელია, დატოვონ ოკუპირებული ტერიტორიები.
ის წერს, რომ ომი რუსეთთან შესაძლოა მოსალოდნელზე ხანგრძლივი აღმოჩნდეს:
"ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას. ჩვენ ვიბრძვით ამისთვის და დავიბრუნებთ. ასე რომ, შესაძლოა ეს ომი იყოს იმაზე სისხლიანი, ვიდრე წარმოგვედგინა", – წერს ვერეშჩუკი.