დაწყებით სკოლაში იარაღით შეჭრამდე, თავდამსხმელმა საკუთარ ბებიას ესროლა – შემზარავი ტრაგედია ტეახასში და მოკლული 19 მცირეწლოვანი

  12:17:54     25-05-2022

ტეხასის ერთ–ერთ დაწყებით სკოლაში, 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და 19 მცირეწლოვანი მოსწავლე და 2 მასწავლებელი მოკლა. 

13 პირი დაჭრილია და ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. 

თავდამსხმელი განეიტრალებულია, ის სამართალდამცავებმა მოკლეს. 

BBC–ის ოფიციალურ უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თავდამსხმელმა სკოლაში შეჭრამდე საკუთარ ბებიას ესროლა.