19 მოკლული მცირეწლოვანი – ტეხასის დაწყებით სკოლაში 18 წლის თავდამსხმელი იარაღით შეიჭრა

  12:07:09     25-05-2022

ტეხასის ერთ–ერთ დაწყებით სკოლაში, 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და 19 მცირეწლოვანი მოსწავლე და 2 მასწავლებელი მოკლა. 

13 პირი დაჭრილია და ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. 

თავდამსხმელი განეიტრალებულია, ის სამართალდამცავებმა მოკლეს. 

მომხდარზე გამოძიება დაიწყო. 

აღნიშნულ საზარელ ფაქტს აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და დაგმო ახალგაზრდებისთვის იარაღის მიყიდვის თავისუფლება.