პუტინი საკუთარი ნათლულის მამას მარიუპოლის მცველებში არ გაცვლის – რუსეთს მედვედჩუკი არ ანაღვლებს

  22:14:44     23-05-2022

"აზოვსტალის" მებრძოლების ვიქტორ მედვედჩუკში გაცვლა გამორიცხულია – აღნიშნულს ხაზი პუტინის პრესსამსახურის უფროსმა, დმიტრი პრესკოვმა გაუსვა. 

"ამაზე საუბარი შეუძლებელია, ეს სხვადასხვა კატეგორიაა", – აღნიშნა პესკოვმა. 

მისი თქმით, მედვედჩუკი უკრაინელია და მას რუსეთის ფედერაციასთან კავშირი არ აქვს. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა დაუშვა უკრაინასთან იმის განხილვის შესაძლებლობა, რომ მარიუპოლის მცველები რუს სამხედრო ტყვეებში გაიცვალონ.

შეგახსენებთ, რომ მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი უკრაინელი სამხედროები ქალაქს ომის დაწყების დღიდან იცავდნენ, თუმცა ძლიერი ბლოკადისა და გარე დახმარების სრული შეწყვეტის პირობებში, მათი მდგომარეობა, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით დამძიმდა.