თბილისის უძრავ ქონებაში ინვესტირება

  14:46:02     22-05-2022

თბილისი - დინამიურად განვითარებადი დედაქალაქი, ხიბლავს ტურისტებს მრავალფეროვანი განტვირთვით, მდიდარი ისტორიით, ადგილობრივი სამზარეულოთი და საოცარი არქიტექტურით. და კიდევ თბილისი - საქართველოს უძრავ ქონებაში ინვესტირების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა, რომლის ღირებულებაც აქტიურად იზრდება. 

თბილისში უძრავ ქონებაში ინვესტირების მთავარი მიზეზები

საცხოვრებლის შეძენა თბილისში - ქალაქის, რომელიც ყოველწლიურად არა მხოლოდ იზიდავს ასეულ ათას ტურისტს დაბალი ფასებით, კლიმატით და სტუმართმოყვარეობით, არამედ ახდენს აქტიური განვითარებისა და ეკონომიკის მაჩვენებლების ზრდის დემონსტრირებას. შეიძლება უამრავი მიზეზის ჩამოთვლა თუ რატომ არის ეს ევროპული დედაქალაქი ასეთი მიმზიდველი ინვესტორებისთვის.

მაღალი მოთხოვნა

საცხოვრებლის გაქირავება სარგებლობს მაღალი მოთხოვნადობით მთელი წლის მანძილზე. ბინებს ქირაობენ არა მხოლოდ უცხოელი ტურისტები, არამედ ადგილობრივი მაცხოვრებლებიც, ქალაქში თავმოყრილია უმარავი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რაც გრძელვადიანი იჯარის მოთხოვნას ზრდის. Korter.ge მონაცემებზე დაყრდნობით უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის გარიგებების 40 % თბილისზე მოდის.

ბინადრობის უფლება

უცხოელი ინვესტორი, რომელიც გადაწყვეტს დააბანდოს 100 ათასი აშშ დოლარი ბინის შესაძენად დედაქალაქში შეუძლია მიიღოს ბინადრობის მოწმობა.

მისაღები ფასი

პირველადი უძრავი ქონების ღირებულება თბილისში შესამჩნევად უფრო დაბალია, ვიდრე სხვა ევროპული სახელმწიფოების დედაქალაქებში. ბინის შეძენა თბილისში შესაძლებელია საშუალოდ 1 კვ.მ - 854 აშშ დოლარის ფარგლებში.

ბიზნეს კლიმატი

საქართველო დაბალი კორუფციული მაჩვენებლის მქონე ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება. თბილისში საკმაოდ ადვილია საკუთარი ბიზნესის წამოწყება, მათ შორის ბინის გაქირავების სერვისი - საჭირო დოკუმენტაციის გაფორმებას დასჭირდება მინიმალური დრო.

სანდოობა

ბინისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის გარიგება ფორმდება საქართველოს იუსტიციის სახლის დახმარებით. უცხოელი ინვესტორი შეიძლება იყოს დარწმუნებული , რომ მისი საკუთრების უფლებები 100% -ით დაცულია.

გადასახადები

თუ უძრავი ქონების მესაკუთრე არ გახლავთ საქართველოს მოქალაქე, მას არ ეკისრება უძრავი ქონების გადასახადი.

დისტანციური გარიგება

ქვეყნის კანონმდებლობა იძლევა საშუალებას უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დაიდოს დისტანციურად. ინვესტორს შეუძლია ისარგებლოს რიელტორის მომსახურებით ან თავად მიმართოს სამშენებელო კომპანიას შუამავლის გარეშე.

უძრავი ქონების ღირებულება და ანაზღაურება თბილისში

მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსებში ბინების ღირებულება ყოველთვიურად მატულობს. მხოლოდ 2022  წლის გაზაფხულზე კვადრატული მეტრის ღირებულება გაიზარდა 3,33 % -ით და შეადგინა 840 აშშ. დოლარი მარტში, ხოლო მაისში გაიზარდა 868 აშშ. დოლარამდე.

დიდი პოპულარობით სარგებლობს საცხოვრებელი პროექტები თბილისის ცენტრში ან მეტროსადგურების სიახლოვეს- ასეთ უძრავ ქონებაში ჩადებული ინვესტიცია შეიძლება ანაზღაურდეს 8-10 წელიწადში. ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავალი თბილისის კარგ უბანში შეადგენს 7-10 %. ჩადებული ინვესტიციის უფრო სწრაფი ანაზღაურება შესაძლებელია, თუ კი ინვესტირება პროექტის მშენებლობის სტადიაზე მოხდება.

სად მოვიძიოთ სრული ინფორმაცია თბილისის უძრავი ქონების შესახებ

Korter-ის ვებ გვერდის ბაზაში წარმოდგენილია აქტუალური ფასები მშენებარე კომპლექსებში არსებულ ბინებზე და სრული ინფორმაცია თბილისში არსებული მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსების შესახებ.

მშენებარე პროექტების გადარჩევა შესაძლებელია რამოდენიმე პარამეტრის მიხედვით, რაც საგრძნობლად აადვილებს ინვესტირებისთვის საჭირო ობიექტის ძიებას. სპეციალური ფილტრის საშუალებით შესაძლებელია სასურველი ღირებულების, ოთახების რაოდენობის, მშენებლობის დასრულების ვადების, შეძენის პირობების და ჩაბარების კონდიციის შერჩევა. შერჩეული საცხოვრებელი კომპლექსის გვერდზე გადასვლით შეგიძლიათ გაეცნოთ აღწერას, შეისწავლოთ ბინების გეგმები, გაეცნოთ მშენებლობის მიმდინარეობის ფოტომასალას და სახლის ადგილმდებარეობას ქალაქის ინტერაქტიული რუკის დახმარებით.

კატალოგი korter.ge რომელშიც თავმოყრილია თბილისში მოქმედი სამშენებლო კომპანიები, დაგეხმარებათ დეველოპერის შერჩევაში, ამომწურავი ინფორმაციის მიღებაში, მათ შორის წარმატებით დასრულებული პროექტების გაცნობაში.