უიარაღო უკრაინელის მკვლელობისთვის რუსი ოკუპანტისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვენ – "ზემდგომმა მიბრძანა და ვესროლე" უიარაღო უკრაინელის მკვლელობისთვის რუსი ოკუპანტისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვენ – "ზემდგომმა მიბრძანა და ვესროლე" /> "/> " />


  20:54:05     20-05-2022

უიარაღო უკრაინელის მკვლელობისთვის რუსი ოკუპანტისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვენ – "ზემდგომმა მიბრძანა და ვესროლე"

1653066083282697003_578223723646509_3887042466297402841_n.jpg

უკრაინის მთავარი პროკურატურა რუსი ოკუპანტისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ვადიმ შიშიმარინმა მოკლა უიარაღო უკრაინელი მამაკაცი, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა. 

რუსმა სამხედრომ სასამართლო პროცესზე მოყვა თუ რატომ ესროლა მსხვერპლს:

"იქ იყო მამაკაცი, ის ტელეფონზე საუბრობდა. ზემდგომმა მაკაევმა მიბრძანა მისთვის მესროლა. უარი ვთქვი. შემდეგ კიდევ ერთმა სამხედრო მოხელემ, მუქარის ტონით, მიბრძანა მესროლა და მიზეზად დაასახელა ის, რომ ეს მამაკაცი ჩაგვიშვებდა. მე მაშინვე ვესროლე", – განაცხადა მან. 

დაკავებულმა განაცხადა რომ მას არ სურდა კაცის მოკვლა:

"არ მინდოდა მისი მოკვლა, მხოლოდ იმიტომ ვესროლე, რომ ჩემთვის თავი დაენებებინათ"


ავტორი: presa.ge