"უკრაინაში ომი არც მასიში და არც რამდენიმე კვირაში არ დასრულდება" – ალექსეი დანილოვი

  21:25:42     19-05-2022

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი ამბობს, რომომი უკრაინაში მასში არ დასრულდება და არც რამდენიმე კვირაში, რადგან რუსეთი არც თუ ისე სუსტია, როგორც შესაძლოა უკრაინელებს უნდოდეთ. 

ეს განცხადება დანილოვმა ახალ ინტერვიუში გააკეთა: 

"ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ომი დასრულდება მაისში ან არმდენიმე კვირაში – არასწორად ფიქრობენ. ეს ძალიან მძიმე და მრავალკომპონენტიანი პროცესია. დრეისათვის ჩვენი პარტნიორების მიერ იარაღის მოწოდება საკვანძო საკითხია ჩვენთვის, იმის მიხედვით რა და როგორ განვითარდება, სასწორი ხან აქეთ და ხან იქით გადაიხრება", – განაცხადა დანილოვმა.