ლუკაშენკოს ზღაპარი – "არ გვეყოლება "მერსედესები" და ვივლით ჩვენი "მოსკვიჩებით" თუ "ლადებით" (ვიდეო)
21:14:26     19-05-2022
კომპანია "მერსედესმა" რუსეთში თავისი ავტომობილების გაყიდვები შეაჩერა, აღნიშნულს ბელორუსის მმართველი გამოეხმაურა.
ლუკაშენსკოს თქმით, ეს ტრაგედია არ არის, რადგან თავიანთი მარკის ავტომობილებით – "მოსკვიჩებითა" და "ლადებით" ივლიან:
"რა არის ამაში ცუდი? ეს ის "მოსკვიჩები" არ არის რას საბჭოთა კავშირის დროს. ისინი მერსედესებიც არ არიან,მაგრამ მოვა დრო, საკუთარი "მერსედესებიც" გვექნება", – განაცხადა ლუკაშენკომ.