ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსეთის დასასჯელად საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას

  20:37:05     19-05-2022

ევროპარლამენტმა რუსეთის ფედერაციის დასასჯელად საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა. 

რეზოლუციაში ევროპარლამენტი მოუწოდებს მიღებულ იქნეს ყველა საჭირო საშუალება, იმისათვის, რომ რუსულმა და ბელარუსულმა რეჟიმებმა პასუხი აგონ სამხედრო დანაშაულებების გამო. ასევე პასუხი აგონ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, გენოციდისა და აგრესიისთვის.