"550 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში, დააფასეთ" – ირაკლი ღარიბაშვილი

  13:58:05     13-05-2022

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ უკრაინის მხარდასაჭერად საქართველო ყველაფერს აკეთებს და  ჟურნალისტებს ეუბება, რომ "დააფასონ ეს, გაიგონ და დაწყნარდნენ".

"ჩვენ მეგობრებო, ვაკეთებთ მაქსიმუმს რაც შეუძლია პატარა ქვეყანას აი ჩვენი ბიუჯეტით, ეს არის მაქსიმუმი. ეს არის ჩვეულებრივი მავნებლური, პროვოკაციული შეკითხვები და მე გთხოვთ იფიქროთ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე, თქვენი პარტიული ინტერესები და თქვენი საფუძველმოკლებული ინტერპრეტაციები არ აინტერესებს მოსახლეობას. [...] 550 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში, უკრაინელებისთვის, ხალხო ეს დააფასეთ, გაიგეთ და დაწყნარდით და მშვიდად იყავით ყველანი", - განაცხადა რარიბაშვილმა