ბუჩაში ოკუპანტებმა ბავშვის ფორტეპიანო დანაღმეს

  13:22:30     13-05-2022

რუსი ოკუპანტების სისასტიკე ყოველგვარ საზღვარს სცდება. მშვიდობიანების დახოცვის პარალელურად, ისინი ყველაფერს ნაღმავენ. 

ბუჩაში მათ დანაღმეს პატარა გოგონას ფორტეპიანო. 

რომ არა ყურადღებიანი დედა დიდი ტრაგედია დატრიალდებოდა. ქალმა შენიშნა, რომ ინსტრუმენტი სხვანაირად იდგა და გოგონას მასთან მიახლოება აუკრძალა. შედეგად ინსტრუმენტში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.