ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო – მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომას არ ესწრება ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო – მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომას არ ესწრება />


  12:32:52     10-05-2022

ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო – მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომას არ ესწრება

16521715971.jpg

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშილის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო. სხდომას სააკაშვილი ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის გამო არ ესწრება. პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე იმართება.

დაცვის მხარე დღეს რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს, მათ შორის ციხეში დამოუკიდებელი ექსპერტების დაშვებასთან დაკავშირებით, რათა მათ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასონ.

ასევე, ადვოკატები კიდევ ერთხელ მოითხოვენ რუსთავის ციხეში გასვლითი სხდომა ჩატარდეს და მოსამართლე პირადად გაეცნოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.


ავტორი: presa.ge