რუსეთის მუქარა ატომურ ომზე გრძელდება – მედიამ ლავროვის მორიგი განცხადების შესახებ შეიტყო
21:14:12     05-05-2022
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი განაგრძობს ატომური ომის შესაძლო ვარიანტზე საუბარს.
ის აღნიშნულ ვარიანტს კვლავ არ გამორიცხავს და ეს არ არის პირველი, როცა ლავროვი ამ თემაზე საუბრობს უკრაინაში მიმდინარე „სპეცოპერაციის“ ფარგლებში.
ვებ–გვერდ Guildhall–ის ცნობით, ამის შესახებ მან დსთ–ს წევრი ქვეყნების დიპლომატიურ კორპუსთან არაფორმალურ შეხვედრაზე ისაუბრა.
ჟურნალისტის ინფორმაციით, ლავროვმა უკრაინის ოკუპაციას „რუსეთის ფედერაციის გეოპოლიტიკური მიზანი“ უწოდა.
„უკრაინა – ეს ცნობილი წამოწყებაა, ჯერ კიდევ ბჟეზინსკიმ თქვა, რუსეთი უკრაინის გარეშე ჩვეულებრვია, უკრაინით კი დიდებული სახელმწიფო“, – უთქვამს ლავროვს.
ბირთვულ იარაღზე საუბრისას კი განაცხადა:
„ჩვენ ჩვენს ოპერაციას ჩვეულებრივი იარაღით ვახორციელებთ. ამ ეტაპზე – ჩვეულებრივი იარაღით“, – მას ამ პასუხით ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა არ გამოურიცხავს.