კიევში, ერთ–ერთი რესტორანი, პუტინის სიკვდილის აღსანიშნავად სტუმრებს უფასო შამპანურით უმასპინძლებს

  21:55:53     02-05-2022

კიევში ერთ–ერთმა რესტორანმა გასული საუკუნის 50–იან წლებში ვაშინგტონის ერთ–ერთი დაწესებულების მოდელის გამეორება გადაწყვიტა. 

მეორე მსოფლიო ომისას ვაშინგტონის აღნიშნულ რესტორანში სტუმრებს სტალინის სიკვდილის შემთხვევაში უფასო ბორშით უმასპინძლებდნენ. 

კიევში კი რესტორანი სტუმრებს უფასო შამპანურს შესთავაზებს როცა პუტინის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება.