იდენტიფიცირებულია – ოკუპანტი სერგეი კოლოცეი, რომელიც ბუჩაში მშვიდობიანებს განსაკუთრებული სისასტიკით აწამებდა

  21:49:52     02-05-2022

ფოტოზე გამოსახული მამაკაცი ეროვნებით რუსია, ის უკრაინაში "სპეცოპერაციაში" იღებს მონაწილეობას და მას სერგეი კოლოცეი ქვია. 

როგორც ცნობილია ის ბუჩაში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავდა და ამას განსაკუთრებული სისასტიკით სჩადიოდა. 

ის წამების ყველაზე სასტიკ მეთოდებს მიმართავდა და მათ თავად იგონებდა, ამით კი თითქოს "ინფორმაციის მოპოვებას" ცდილობდა. 

ერთ ადგილობრივს კალოცეიმ აიძულა გვამები ეყნოსა და მისი სიკვდილით დასჯის იმიტაცია გააკეთა, მსხვერპლს ყურთან ესროლა. 

მასზე ომის დანაშაულის კუთხით სისხლის სამართლის სამქეა აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, კიდევ რა სისასტიკეებშია ის მონაწილე.