რუსეთმა პოლონეთს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა
19:39:16     26-04-2022
რუსეთმა პოლონეთს ბუნებრივი არის მიწოდება შეუწყვიტა, ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთმა დღეს რუსულ გიგანტ კომპანიებს, როგორიცაა "გაზპრომი" და სხვა, სანქციები დაუწესა.
თუ რომელი ქვეყანა მიაწვდის პოლონეთს ბუნებრივ აირს ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ სანქცირებულმა რუსეთმა ბუნებრივი აირის საფასურის გადახდა რუბლებში მოითხოვა, ქვეყნების 99%–მა აღნიშნულზე უარი განაცხადა.