რუსუდან ივანეიშვილი და კიდევ სამი ქართველი მებრძოლი პრეზიდენტმა ზელენსკიმ დააჯილდოვა

  19:30:21     26-04-2022

ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის, რუსუდან ივანეიშვილი, გელა ბეგლარიშვილი, რუსლან გოგუა და ანდრია ღარიბაშვილი, , პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებულებით, მედლით დაჯილდოვდნენ.

 ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე აქვეყნებს.

"ძალიან ძალიან მიხარია, დამსახურებული ჯილდოები! დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!

უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით დაჯილდოვებულია ოთხი ქართველი:

ივანეიშვილი რუსუდანი, ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის  (მეორე ხარისხი)

ბეგლარიშვილი გელა, ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის (მეორე ხარისხი)

ღარიბაშვილი ანდრია, ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის (მესამე ხარისხი)

გოგუა რუსლანი, ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის (მესამე ხარისხი)"