მორიგი ტრაგედია ოდესიდან – ახალგაზრდა ცოლ–ქმარი ემსხვერპლა, ქალი ორსულად იყო

  12:44:04     26-04-2022

23 აპრილს ოდესაში მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლის რუსეთის არმიის მიერ დაბომბვას ახალგაზრდა წყვილი ემსხვერპლა. ცნობილია, რომ მილა და ბოგდაში შვილს ელოდებოდნენ, მილამ ოჯახსა და სამეგობროს ორსულობის შესახებ სიახლე 14 აპრილს ამცნო. 

"ჩემო საყვარელო გოგონა. განუწყვეტივ ვფიქრობ შენზე, როგორ მინდა ისევ შენი ნახვა და ჩახუტება, ჩვენ ჯერ კიდევ არაფერი ვიცით, სად არიან თქვენი სულები, ჩვენო საყვარლებო. რამდენი კითხვა და ტკივილია. 

14 აპრილს გამიზიარე დიდი ხნის ლოდინის შემდეგ სასიხარულო ამბავი და ჩვენ ბედნიერებისგან ვიღიმოდით. შენ საუკეთესო დედა იქნებოდი...

ლამაზი, გულწრფელი, კეთილი ოჯახი! მსურს მწამდეს...", – წერს ოჯახის ახლობელი.