"არავინაა ჩვენი სანქციებისგან დაზღვეული" – თეთრი სახლის კომენტარი ალინა კაბაევაზე
12:28:45     26-04-2022
დაუწესებს თუ არა თეთრი სახლი სანქციებს რუს ტანმოვარჯიშეს, ალინა კაბაევას, რომელსაც ვლადიმირ პუტინის საყვარლად მოიხსენიებენ და რომელსაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისგან შვილები ჰყავს?
აშშ–ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა ჯენ პსაკიმ აღნიშნულზე კომენტარი გააკეთა:
"ჩვენ სანქციების საკითხის გადახედვას განვაგრძობთ. არავინაა ჩვენი სანქციებისგან დაზღვეული", – განაცხადა პსაკიმ, როცა მას ჰკითხეს, თუ რატომა რ არის სანქცირებულთა სიაში კაბაევა მოხვედრილი.
"რა თქმა უნდა ჩვენ უკვე გავატარეთ სანქციები პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ, ასევე მისი ქალიშვილებისა და ახლო გარემოცვის წინააღმდეგ და განვაგრძობთ მათ გადახედვას", – დასძინა პსაკიმ.,