"ბირთვული ომის რისკი რეალურია" – სერგეი ლავროვი
12:01:07     26-04-2022
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ბირთვული ომის რისკი რეალურია:
"ბირთვული ომის რისკი რეალურია, ამ საშიშროების უგულვებელყოფა არ შეიძლება",– განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ფედერაცია შეიჭრა და ომი დაიწყო, მას შემდეგ არის საუბრები შესაძლო ბირთვულ ომზე და ამაზე რუსეთის მხრიდან მუქარანარევი განცხადება არა ერთხელ გაკეთდა.