დადგენილია – ვინ არის ცოლი, რომელმაც ოკუპანტ ქმარს უკრაინელ ქალებზე სექსუალური ძალადობის ნება დართო

  21:33:47     15-04-2022

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა რუსი ოკუპანტისა და მისი ცოლის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც ქალი უკრაინაში მყოფ მის ქმარს რთავს ნებას სექსუალურად იძალადოს უკრაინელ ქალებზე ისე, რომ ცოლს ამაზე არაფერი მოუყვეს. 

დადგინდა ვინ არის ეს ქალი – ოლგა ბიკოვსკაია, ქალიშვილობის გვარი პინიასოვაა. 

მისი ქმარი სამხედრო მოსამსახურე რომან ბიკოვსკია. 

ისინი ოკუპირებულ ყირიმში ცხოვრობენ, თუმცა მანამდე ორლოვსკის ოლქში ცხოვრობდნენ.